აბაშაში, სოფელ სოფელ გულეკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ 9 წლის ბიჭის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ლუკა შავაძის ოჯახი სამძებრო ღონისძიებებში დამატებითი ძალების ჩართავს ითხოვს.
“ვთხოვთ სახელმწიფოს, დაგვეხმარონ, ლუკას საფლავი მაინც რომ გვქონდეს. სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთონ მყვინთავებიც“, _ თქვა “გურია ნიუსთან” ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
შეგახსენებთ, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეკარში, 4 ბავშვი რიონში გუშინ შევიდა. ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მათგანის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს. ლუკა შავაძეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
[sexy_author_bio]