ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„დაგვემატა მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. სულ 3541 შემთხვევაა ჯამში, გამოჯანმრთელებულია 3226, გარდაცვალება 51 და აქტიური შემთხვევაა 264“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.