საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას იღებენ დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებსაც პლაკატები აქვთ გაშლილი წარწერებით – “დაგვიბრუნეთ მამა”, “მამა გვენატრები”, “ნუ დაგვაობლებთ“
აქციაზე განცხადების გაკეთება გეგმავს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.
წყარო: პირველი რადიო