თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ საზოგადოებას დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო, დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“,_ განაცხადა ენდელაძემ.
ენდელაძის თქმით, ვირუსით ინფიცირების შემთხვეების სწრაფი ზრდა რეგულაციების არ დაცვას უკავშირდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია – 17 477 ადამიანი, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია – 8060, გარდაცვლილია – 136.