https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დაგვცინეს, მაგიდაზე ჯოკერს ითამაშებთო და 50 ლარის მაგივრად 492 გაწერეს”

12:03; 13.03.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩა #8 და #10-ში მდებარე ეზოს საფარის მოწყობა 29 497 ლარი დაჯდა, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სანიაღვრე არხის გაკეთება და ეზოს კეთილმოწყობა _  65 374 ლარი და იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მინისტადიონის და სკვერის კი _ 22 416 ლარი. ჯამში, პროექტის ღირებულება 117 287 ლარი იყო. 

აღნიშნულ პროექტის გასახორციელებლად ხელშეკრულება 2016 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა, ერთი მხრივ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძესა და მეორე მხრივ, შპს “ჯეო ბილდერს შორის “, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ედუარდ ღლონტი იყო.

ქალაქ ოზურგეთში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მოსახლეობა და ოპოზიციონერი დეპუტატები კარგა ხანია ამბობენ, რომ ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უხარისხოდ ასრულებენ და არაკეთილსინდისიერად უდგებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იყო. აქაურების  თქმით, მათ თხოვნით მიმართეს ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს, რომ რადგან ქალაქთან ტერიტორიულად დიდი მანძილი აშორებთ, პატარებისთვის მოეწყოთ სკვერი და მინისტადიონი. მერიამ მათ თხოვნა აუსრულა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.

სკვერში შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა _ სკვერი და მინისტადიონი,  რომლის მოწყობაც 22 416 ლარი დაჯდა, მათი თქმით, არაკეთილსინდისიერად არის გაკეთებული.

როგორც მოსახლეობა განმარტავს,  თანხა არამიზნობრივადაა გახარჯული, რადგან ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ღირებულება არ ესადაგება შეძენილი საქონლის ღირებულებას.

“აბუჩად აგვიგდეს, დაგვცინეს! ასე აკეთებენ ეტყობა სხვაგანაც. ამას ვინმე თუ უნდა აკონტროლებდეს?!  ეს არის გაკეთებული?!” _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას იაკობ შემოქმედელის ქუჩის მცხოვრებლები ნონა ტრაპაიძე, მანანა გუჯაბიძე, ლია ტრაპაიძე.

“დავწერეთ ერთობლივად განცხადება და ვთხოვეთ მერს, რომ გაეკეთებინათ სკვერი. 21 ბავშვი ცხოვრობს აქ. გააკეთეს, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა _ სამარცხვინო მაგიდა და სკამები მოგვიტანეს. არ შევარჩენთ ამ დაცინვას. სულელები ვგონივართ ამათ _ 25 ლარი ღირს საქანელა და 1 525 ლარი გაწერეს, “სასრიალოში” 737 ლარია გაწერილი. ვნახეთ დოკუმენტები _ საერთოდ არ არსებობს ეგ “სასრიალო”. არ უნდა დაიჭირონ ამის გამკეთებელი?  50-ლარიანი მაგიდა და სკამები მოგვიტანეს, თან დაგვცინეს _ ოთხი კაცი ჯოკერს კი ითამაშებთო და გაწერეს 492 ლარი!  ახლა დარია, უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაა აქ წვიმაში,”  _ ამბობს მოსახლეობა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან მგელაძე განმარტავს, რომ ასეთი პროექტები ოზურგეთში მრავლადაა და  კომპანიები არაკეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს:

“კომპანიამ, ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერად ჩაატარა სამუშაოები. შემსრულებლები  უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ  სამაგალითოდ, მაგრამ ვაძლევთ შანსს, როგორც მერიას, ასევე, შემსრულებელ კომპანიას, რომ უმოკლეს ვადაში, ის სამუშაოები, რაც მათ უნდა შეესრულებინათ, გამოასწორონ და შეასრულონ კეთილსინდისიერად”, _ ამბობს მგელაძე და დასძენს, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე არსებობს ექსპერტიზის დასკნაც: “ჩემთვის გასაკვირად, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის დასკვნა, რომ აქ სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით რისი ანალიზიც გავაკეთეთ, არის უზარმაზარი დარღვევები. ე. წ. საქანელას ფასი, რომელზეც ექსპერტმა და შესაბამისმა სამსახურებმა დასკვნა დადეს, რომ დამაკმაყოფლებელია,  მშენებელს 1 525 ლარად აქვს გაწერილი, ე. წ. “სასრიალო” _ 737  ლარი უღირს, მაგიდა და სკამები, რომელიც სინამდვილეში ღირს 50 ლარი, გაწერილია 492 ლარად”.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

“ვიყავი იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე და ვნახე ეს პროექტი, რომელიც დასრულებულია და შესაბამისად, დასკვნაც აქვს წარმოდგენილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. იქ არ არის საუბარი მხოლოდ საქანელაზე. როგორც გავარკვიე, არის მაგიდა, სკამები, “სასრიალო” და ერთად არის ეს ყველაფერი 1 500 ლარის ღირებულებისაა.

რაც შეეხება იმას, რომ არსებობს ექსპერტის დასკვნა აღნიშნულ სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მე მაინც ვთხოვე კომპანიის წარმომადგენელს, გამოასწოროს ეს ნაკლი, რადგან არც მე მომეწონა, რაც ვნახე. დამპირდნენ, რომ უმოკლეს დროში მოაგვარებენ ამ საკითხს.

დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. აუცილებლად გადავამოწმებ”, _ აღნიშნავს სიორიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ხვალიდან ცვლილებები ამოქმედდება

"ხეების გადატანა-გადმოტანით დაკავებული" ბათუმის აქციის მონაწილე _ დეტალები სასამართლოდან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო