ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიაწოდეს.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ ოზურგეთის „მედალფაში“ გაკეთდა 26 სწრაფი ტესტი, საიდანაც ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.