“ბათუმელების” ინფორმაციით, ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა.
სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს.
ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ვრცლად: ბათუმელები





























































