ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, ტიბეტის მთიან რეგიონში 6,8 მაგნიტური სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწიშქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:05 საათზე დაფიქსირდა.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 106 და დაშავდა 174 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დაზარალდა.
ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი – სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში 1 500-მდე მაშველია ჩართული.
ბოლო მონაცემებით, დანგრეული და დაზიანებულია 3 000-მდე შენობა.
































































