აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად გაყინვა სახელდება.
რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2 200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3 000 რეისზე, ასევე ტეხასში შეჩერებილია აეროპორტების მუშაობა.