ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაიჭრა 779 პირი.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.