ინდოეთი მომაკვდინებელ, ღამურის ვირუსს – Nipah-ს ებრძვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო სამხრეთ ინდოეთში, კერალას შტატში სკოლები დროებით დაიხურა.
რა არის ღამურის ვირუსი (Nipah)
ის პირველად 1998 წელს მალაიზიასა და სინგაპურში გამოვლინდა. დაავადების სიმპტომები ღორის ფერმებში მომუშავე ადამიანებს დაუდასტურდათ.
როგორც ცნობილია, ადამიანს ვირუსი ინფიცირებულ ღამურასთან ან ღორთან ახლო კონტაქტის შედეგად გადაეცემა.
სიმპტომები:
ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს – ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა – ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, პირღებინება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და კომა.