რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, იძულებული გახდეს უარი თქვას უკრაინაში ომზე, რადგან უახლოესს მომავალში კიბოს ოპერაციას გაიკეთებს – ინფორმაციას გამოცემა Daily Mail წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, პუტინი ხელისუფლებას დროებით კაგებეს( FSB) ყოფილ ხელძღვანელს ნიკოლაი პატრუშევიჩს გადააბარებს.
Daily Mail წერს, რომ ჩრდილოვანი პატრუშევი განიხილება, როგორც ომის სტრატეგიის მთავარი არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი ნეო-ნაცისტებით არის გაჟღენთილი.
პრეტენზიები გამოჩნდა პოპულარულ Telegram არხზე General SVR, რომელიც ამბობს, რომ მისი წყარო კრემლში კარგად მოთავსებული ფიგურაა.
გენერალმა SVR-ს განუცხადა, რომ პუტინს აქვს მუცლის კიბო და პარკინსონი. ასევე გამოცემის ცნობით, პუტინის ოპერაცია სავარაუდოდ 9 მაისის გამარჯვების დღის შემდეგ ჩატარდება.
SVR თქმით, ოპერაცია აპრილის მეორე ნახევარში დაიგეგმა, მაგრამ გადაიდო
“პუტინს რეკომენდაცია გაუწიეს ოპერაციაზე, რომლის თარიღი განიხილეს და შეთანხმებულია. როგორც ჩანს, განსაკუთრებული გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ მისი გადადებაც არ შეიძლება“. – წერს გამოცემა.