დღეს, ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა დაინიშნა.
განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ოზურგეთიდან ორი კანდიდატი მონაწილეობდა _ ლალი სიჭინავა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, რომელიც წლებია, განათლების სისტემაში მუშაობს. გურია ნიუსი ლალი სიჭინავას დაუკავშირდა.
_ ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ჩემი დანიშვნის ფაქტს. დაველოდოთ სამინისტროს ოფიციალურ პასუხს:, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ლალი სიჭინავამ უკვე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი, რომ ის დანიშნულია ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსად. თუმცა, ლალი სიჭინავა ამ ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
ამ ეტაპზე “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს ლელა იმედაშვილი.