დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც პირველად შედგა 2025 წელს, მოისმინეს სიახლე აპარატის უფროსის და მოადგილის დანიშვნის შესახებ.
_საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონში გახორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დაინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ეხება მოადგილესაც. დანიშვნა მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ. მან ასევე თქვა, რომ ეს ცვლილება არ ეხება რიგით თანამშრომლებს, რომლებსაც არანაირი თანამდებობა არ უჭირავთ.
როგორც ცნობილია, აქამდე საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინიშნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
ავტორი