კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი დადებითი შემთხვევა დადასტურდა წუხელ ქუთაისში. 1226 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 16 ქუთაისელ მოქალაქეს დაუდასტურდა. ეს ძირითადად უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს.
,,მოკვლევა და კონტაქტების დადგენა კვლავაც მიმდინარეობს. წინა დღესთან შედარებით, მართალია, დაინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ გაზრდილია, სიტუაცია კვლავ კონტროლს ექვემდებარება იმერეთში. 16 დაინფიცირებული წუხელ გამოვლინდა, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ნაწილი-ცხელების ცენტრში. დილიდან დაიწყო მათი ქუთაისის კლინიკებში გადაყვანა“,_ განაცხადა ბრიფინგზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.