საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავენ.
ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, საჭიროა გამოძიების დროულად დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობიდან გამომდინარე დაიხურება.
პროკურატურასთან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები რამდენიმე დღეა შიმშილობენ.