პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შესაძლო გადადგმის თაობაზე. როგორც კვირიკაშვილი აცხდებს, რამდენიმე წლის განმავლობაში არსად წასვლას არ აპირებს.
,,მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერი კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.