ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამასთან, დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები. ასევე,წვიმამ ადმინისტრაციულ ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, საცხოვრებელ სახლებს. როგორც სენაკის მერიაში აცხდებენ, მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
მათივე ინფორმაციით, მობილიზებულია მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. მუშაობს შესაბამისი ტექნიკა.





























































