ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის ნატა კობალავას ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, როგორც დაანონსებული იყო ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
სააღმზრდელო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა).
“ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად, საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად”, _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია.