დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან! – ნიკა გვარამია 212-ე საკნიდან მიმართვას ავრცელებს და ბოლო დღეებში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“რუსული რეჟიმის მიერ სუფთა ფურცლის გამო დაკავებებს ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ “სუფთა ფურცლის ინიციატივით” თუ არუპასუხა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს.
დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან!
დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები!
შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით!
კონცენტრირდით მომავალზე და იარეთ მხოლოდ წინ!
საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა!
ძირს ბელოგრუზია!
დიდება საქართველოს!
ნიკა #212″, _ ნათქვამია ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.