პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა დღეიდან 17 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდზე: www.naec.ge ან online.naec.ge.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებში აირჩიონ: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი. სასურველი საგამოცდო ქალაქის ადგილმდებარეობის მითითებისას აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, გადაანაწილოს ისინი სხვა საგამოცდო ცენტრში.