ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს „თეთრი ხმაურის“ აქცია. ისინი მოითხოვენ, რომ ნარტოპოლიტიკაში შევიდეს ცვლილებები.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას თეთრი ხმაურის წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა ისინი მოითხოვენ დაიწყოს მათ მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის სასესიო განხილვა.
დღეს არის ის მოცემულობა, როცა კანონპროექტი პარლამენტშია. დღეს გამართული აქციით მოვითხოვთ პირველსავე სესიაზე დაიწყონ კანონპროექტის განხილვა. ასევე, მოვითხოვთ, რომ პოლიციის რეფორმა დაიწყოს. ასევე, გვაქვს მოთხოვნა პრეზიდენტთან, შეიწყალოს ნარკოდამნაშავეევი ახალ წლამდე. წიქარიშვილი, ასევე, სახალხო დამცველის იმ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარკოპოლიტიკაში საჭიროა რეფორმა და ასე მკაცრი რეფორმა არაა გამოსავალი.
„სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი კანონპროექტიც. ამასთანავე ამოქმედდეს ჯანდაცვის სერვისები. კანონპროექტი პარლამენტშია, ჯერი ახლა მათზეა, _ თქვა ბექა წიქარიშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.