თბილისში დაკარგულ პროფესორს ეძებენ.
პროფესორი გიორგი გახელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით მისმა მეუღლემ, საბავშვო მწერალმა ირმა მალათიძემ გაავრცელა.
“SOS!!!!არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!გიორგი გახელაძე გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.
გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090″ – წერს ირმა მალათიძე.