დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 11 საათიდან ეძებდნენ.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: inforustavi