საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი: სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, მას ეს არჩევნები წაგებული აქვს. მისი ფალავანი უკვე დამარცხებულია, მაგრამ უნდა ვთქვა რა არის სალომე ზურაბიშვილის 15%. ეს არის ნაწილი ჩინოვნიკების, რომლებსაც ეშინიათ სხვანაირად თქმა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება ხმას არ მისცემენ და ეს არის მეორე ნაწილი იმ ხალხის, ვისაც უბრალოდ არ უყვას თავისი სამშობლო – საქართველო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან, მაშინ ის მოიგებს პირველივე ტურში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, ეს არის დაკარგული ხმები. რა თქმა უნდა, ბაქრაძს ხმების ნაწილი არის ის ხალხი, ვინც თვლის ჯერ კიდევ რომ ბაქრაძე წარმოგვადგებს ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობას. მე მინდა ვუთხრა ყველას, ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”,
“გურია ნიუსმა“ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი ჩაწერა დავით ბაქრაძისაგან, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია.
“დაკარგული არის ხმა, როდესაც ადამიანი არ მიდის არჩევნებზე. იმიტომ, რომ არჩევნებზე არ მისული ადამიანის ხმა პირდაპირ მიდის ხელისუფლების ჯიბეში. რაც შეეხება ყველა დანარჩენ ხმას, არცერთი ხმა არ არის დაკარგული თუ ადამიანები მოვლნენ და გააკეთებს თავის არჩევანს. მე ვარ იმ ადამიანების კანდიდატი და ეს ადამიანები ძალიან ბევრი არიან საქართველოში,ვისაც ზუსტად აღარ უნდა დღეს არსებული სურათი, სადაც ერთ მხარესაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს “ქართული ოცნება“.


































































