დაკარგული გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი მაცივარში დანაწევრებული იპოვეს. შემთხვევა ტაილანდში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქონების ბროკერობით დაკავებული 62 წლის კაცი ტაილანდში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ის 4 ივლისიდან დაიკარგა და მას შემდეგ ეძებდნენ. ბოლოს კი ორშაბათს, სანაგვე ტომარაში გახვეულ და დანაწევრებულ მის ცხედარს ნაქირავები ბინის მაცივრის საყინულეში მიაკვლიეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი გერმანელი ეჭვმიტანილი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბიზნესმენის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს. ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი გადაიტანეს და გადამალეს.
როგორც ცნობილია, 4 ივლისს, ლანჩზე გამოუცხადებლობის გამო მას ცოლმა დაურეკა, თუმცა ზარზე პასუხის ნაცვლად მიიღო შეტყობინება რომ მოგვიანებით დაურეკავდა. საღამოს კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო, რომ ჯერ კიდევ კლიენტთან იყო. თუმცა, მისი თქმით, 5 წლიანი ურთიერთობის მანძილზე ქმარს მისთვის ტექსტური შეტყობინება ერთხელაც არ გაუგზავნია.
პოლიციამ ბიზნესმენის ავტომობილში საწმენდი გამხსნელის კვალი აღმოაჩინა. ასევე აკლია თანხა მის საბანკო ანგარიშს.
ბინაში კი სადაც ცხედარი აღმოაჩინეს ნაპოვნია ხერხი და სკოჩები.