შოტლანდიაში, დაკარგული თუთიყუში ჯობი სახლიდან 8 კილომეტრში იპოვეს – მან ხალისიანად გაატარა უქმეები გლაზგოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
როგორც ტელეარხს ჯობის პატრონმა, ეფსი ვიტანამ განუცხადა, ის თავის ჯგუფთან ერთად წვეულებაზე უკრავდა, როდესაც ჯობი სახლიდან გაიპარა. ქალმა მეგობრებთან ერთად ქალაქში გააკრა განცხადებები ჯობის ფოტოთი და თუთიყუშის დაკარგვის შესახებ Facebook-ზეც დაპოსტა.
მალევე მას გლაზგოში მდებარე საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ჯობი სამშობიარო განყოფილების მიმღებშია. როგორც გაირკვა, საავადმყოფოში ჯობი ჩიფსებს მიირთმევდა, პაციენტებს ეთამაშებოდა და ზოგადად, კარგად ატარებდა დროს. ჯამში ჯობის გაქცევა 40 საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც მას ეფსიმ მიაკითხა და სახლში დააბრუნა.
ავტორი