“ჩემი შვილი ნაცემია, დაკავებისას მანქანა დააჯახეს”, _ წერს გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე თავისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის შესახებ თვითმხილველმა მისწერა:
“ახლა მწერს თვითმხილველი_ დაკავებისას ჩემი შვილი ნაცემია, დაკავებისას მანქანა დააჯახეს. გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია თავზე. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ვთხოვ, მოვიდნენ!!!
დაკავებისას ყვიროდა, რომ მას რაღაც შეკვრა ჩაუდეს!!!
ჩხრეკას იქ მყოფები არ დაასწრეს!!!”
დაკავებისას ყვიროდა, რომ მას რაღაც შეკვრა ჩაუდეს!!!
ჩხრეკას იქ მყოფები არ დაასწრეს!!!”
შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის შვილი რამდენიმე საათის წინ, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.