2 თებერვალს, “თბილისი მოლთან“ აქციის დარბევისას, ისევ გამოჩნდა დაკავების მიკროავტობუსები.
ამ მიკროავტობუსებში დაკავებულებს ძალის გამოყენებით, ხშირად ცემა-ცემით სხამდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ დაკავებებს პირადად ხელმძღვანელობდა “ღირსების ორდენოსანი“ ხარაზიშვილი (“ხარება”), რომელიც მისი მისამართით უცენზურო სიტყვების გამო, პოლიციელებს მოქალაქეებს საგანგებოდ აჭერინებდა.