რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 23 იანვარს ბათუმში დაბრუნდა 5 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 იანვარს კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ “ვერონიკაზე” მუშაობდნენ. ეს ხომალდი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია და ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს აშშ-ის სამხედრო ძალებმა.
მეზღვაურები პუერტო-რიკოდან გამოემგზავრნენ საქართველოში – პანამისა და სტამბოლის გავლით.
მათი სამშობლოში დაბრუნება შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მეზღვაურების სანქცირებულ ხომალდზე ყოფნა არ დაუდასტურებია – როცა მათი დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, თქვეს რომ ცნობებს ამოწმებდნენ.































































