დაკავებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც მისი ადვოკატი, ელჩინ სადიგოვი საზოგადოებრივთან საუბრისას განმარტავს, მუხტარლის აზრით გატაცება დაფიქსირებული უნდა იყოს, როგორც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, ისე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც მუხტარლი ამბობს, ის უკვე სხვა მანქანში გადასვეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ჟურნალისტი, მიუხედავად ჯანმრთელბის პრობლემებისა, თავს კარგად გრძნობს. თავად ადვოკატი ელჩინ სადიკოვი მომდევნო კვირას თბილისში ჩამოსვლას და იმ ტერიტორიის დათვალიერებას გეგმავს, სადაც აფგან მუხტარლის მტკიცებით, მას თავს დაესხნენ.
„მომდევნო კვირას ჩამოვალ თბილისში და პირადად დავათვალიერებ ყველა დასახელებულ ადგილს, ამავდროულად გვინდა, რომ გადმოგვეცეს იმ კამერების ჩანაწერები, რომლებიც სახლთან ახლოს არის დამონტაჟებული. ამ ჩანაწერებში უნდა ჩანდეს რა მოხდა. მოვითხოვთ ასევე ბელაქანის სასაზღვრო გამშვებ პუნტქთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გადმოცემასაც. თავად აფგანი ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა ნეკნი აწუხებს, რომელიც მას გატაცებისას ჩაუმტვრიეს“, -განაცხადა ადვოკატმა.
1tv.ge