ლანჩხუთის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელის ბესიკ კუპრაძის ინფორმაციით, სოფელ სუფსის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წყლის მიწოდება წარმოადგენს და მან ამის თაობაზე განმარტებები ითხოვა მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან.
მართალია, გასულ წელს აღნიშნულ სოფელში შესაბამისი პროექტი გახორციელდა და პრობლემაც უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება.
საკრებულოს წევრის მხრიდან გაჟღერებული პრობლემის პასუხად ალექსანდრე სარიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის მიდის საკითხის დეტალური შესწავლა.
„ყველაზე რთული საკითხი არის წყლის თემა, რომლის მშენებლობაც დამთავრდა შარშან, მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო ამ კუთხით პრობლემა, თუმცა, აღმოჩნდა რომ სოფლები _ გულიანი და სუფსა წყლის გარეშე დარჩა. კომპანიას, რომელთანაც იყო გაფორმებული ხელშეკრულება, მივმართეთ, რომ წყალი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა საკითხი შესასწავლად პროკურატურიაში გადაეგზავნა, ამ დღეებში ჩამოსული იყვნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებიდან და მიდის საკითხის დეტალური შესწავლა“, _ განმარტავს ლანჩხუთის მერი.
[sexy_author_bio]