ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დედაქალაქში არსებულ ეპიდვითარებას აკვირდება, თუმცა ამ ეტაპისთვის თბილისში შეზღუდვების დაწესებისთვის საფუძველი არ არსებობს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციების შესრულება.
„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება, რადგან უკვე დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ზომებს მივიღებთ ჩვენ აქ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.