მელბურნში გადაღებული ფოტო, რომელზეც დაქვრივებული პინგვინის ჩახუტებაა აღბეჭდილი, ოკეანოგრაფიული ჟურნალის Ocean Photograph Awards-ის გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის, ფოტო გადაიღო ტობიას ბაუმგაერტნერმა მელბურნში.
როგორც გერმანელ ფოტოგრაფს უთხრეს, ამ ორმა პინგვინმა ცოტა ხნის წინ დაკარგეს პარტნიორები და ხშირად ერთმანეთს ანუგეშებდნენ.
გერმანელმა ფოტოგრაფმა საზოგადოების რჩეულის ჯილდო მოიპოვა.