შანლიურფაშის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთი ამჯერად წყალდიდობას ებრძვის. ამის შესახებ თურქული მედია წერს
პროვინცია შანლიურფაშის, ჰალილიეს რაიონში წყალდიდობის გამო ავტომაგისტრალი ჩამოინგრა და საავადმყოფო დაიტბორა, საიდანაც მიწისძვრისას დაშავებული ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. აბიდეს გზაჯვარედინზე მიწისქვეშა გადასასვლელი წყლით აივსო.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი. შანლიურფაში ყველა სკოლა დაკეტილია, ჩაიკეტა ავტომაგისტრალიც.
,,შანლიურფაში გუშინ დილით დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქალაქში სატრანსპორტო გზები დაკეტილია. წყალდიდობის გამო ხალხი სახლებში დარჩა. კარაკოიუნის ნაკადის ადიდებასთან ერთად გზები თითქმის ზღვად გადაიქცა.“ – წერს მედია.
ადიამანის გუბერნატორის ინფორმაციით, კი მათ რეგიონში დაღუპულია 9 ადამიანი და დაკარგულია ოთხი მოქალაქე.
,,მეხანძრეები სახლებსა და გზებში ჩარჩენილი მოქალაქეებისთვის ინტენსიურად მუშაობენ.“ – ამბობს გუნერნატორი.
მისივე თქმით, წყლის ნაკადებმა გზატკეცილი წაიღო, შეწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია ქალაქებს ბოჟოვასა და ხილვანს შორის.
ავტორი