ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთი შემაშფოთებელი დასკვნა გამოაქვეყნეს.
აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად აღიარებული 7000 ენიდან თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშეა, ხოლო 21-ე საუკუნის ბოლომდე 1500 ენა შეიძლება გაქრეს.
„თუ უახლოეს 40 წელიწადში ამის შესაჩერებლად კონკრეტული ზომები არ იქნება მიღებული, ენების გაქრობის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად წარიმართება. მე და ჩემმა კოლეგებმა შევისწავლეთ 51 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ენის გაქრობის სიჩქარეზე. ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი საგზაო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტი გზა აკავშირებთ სოფლებს ქალაქებთან, მით უფრო მაღალია ენების გაქრობის რისკი“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლინდელ ბრომჰემმა.
კვლევის ავტორების განცხადებით, მთავრობებმა მხარი უნდა დაუჭირონ ბილინგვურ განათლებას, რათა ადამიანები ფლობდნენ არა მხოლოდ რეგიონში ყველაზე გავრცელებულ ენას, არამედ მკვიდრი მოსახლეობის ენასაც.
ავტორი