“დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა”, _ ამის შესახებ “ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის გუშინ ოპოზიცია ვერ დახვდა ამ ფაქტს ღირსეულად.
“გუშინ მათ გამოავლინეს, რომ ვერ დახვდნენ ღირსეულად დამარცხებას. გუშინ თქვენ ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და როგორ იქცეოდნენ ისინი ცესკოს თავმჯდომარის წინაშე. ეს, არ აცვენებს, რა თქმა უნდა, მაღალ პოლიტიკურ კულტურას, ისევე როგორც ის ქმედებები, რაც ჩვენ ვიცილეთ ცესკოს შენობის წინ.
მათ უნდა მიიღონ ეს მარცხი ღირსეულად, მაგრამ ღირსებაზე როცა ვსაუბრობთ, ცოტა შორს არის ამ პოლიტიკოსებისგან ეს ფენომენი“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.