ცოტა ხნის წინ ამერიკულ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. თურმე სადაზღვევო კომპანია Aetna საკუთარ თანამშრომლებს „ჯანსაღი“ძილისთვის დამატებით ხელფასს ურიცხავს.
ყოველი 20-დღიანი სრულყოფილი ძილისთვის, კომპანიაში მომუშავეებს 25 დოლარის ოდენობის ანაზღაურება ერიცხებათ, რაც ყოველწლიურად დამატებით 300 ამერიკულ დოლარს ითვლის.
ამერიკულმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევების გაცნობის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოუძინებელი ადამიანები ნაკლებეფექტურები და შრომისუნარიანები არიან.
კომპანიაში მომუშავეებს ძილის მაჩვენებლების ჩაწერა ავტომატურად, სპეციალური სამაჯურების მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც ფირმის კომპიუტერებს დისტანციურად უკავშირდება.
რამდენიმე კვლევის შედეგი ნათელყოფს, რომ უძილობა ადამიანის შრომისუნარიანობასა და ნაყოფიერებას აქვეითებს, რაც კომპანიას წელიწადში 2 280 დოლარით აზარალებს. მკვლევართა გათვლებით, ამერიკის ბიუჯეტს ეს ყოველწლიურად 63 მილიარდი დოლარი უჯდება.