,,პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ცილისწამების მუხლის აღდგენას ითხოვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ცილისმწამებლური განცხადებები.
,,ცილისწამების მუხლი 2005 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იქნა გაუქმებული. მინდა, მივმართო ქალბატონ ეკა ბესელიას _ იქნებ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ცილისწამების მუხლის აღსადგენად, რათა ბოლოს და ბოლოს შეწყდეს ეს ცილისწამება. არა მგონია, რომ ეუთომ ისეთ რეკომენდაცია მოგცათ, რომ ცილისწამებით გაანადგუროთ ქართველი ხალხი. სანამ ლუსტრაცია არ გავექნება, დამოუკიდებლები არ ვიქნებით და თუ თქვენ არ გინდათ, მე შემოვალ ინიციატივით, თქვენ დამიჭირეთ მხარი“, _ განაცხადა კვიციანმა.
































































