წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
წალენჯიხის მერმა ოპერაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება დატოვა. გია ხარჩილავას ინფორმაციით, მაისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა კლინიკაში მკურნალობა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
“მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება საჯაროობისგან თავშეკავების მერე: მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით. დღეს გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე. მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამართან, ადმინისტრაციასთან – ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობა Მაძლევდა შესაძლებლობას. გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში, რაც თქვენ დამავალეთ, ძვირფასო წალენჯიხელებო! კიდევ ცოტა დრო დამჭირდება! მადლობა!” – წერს ხარჩილავა.
ავტორი