დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ჩოხატაურში. სპორტული ღონისძიებები პაიჭაძის ცენტრალურ სტადიონზე შედგა.
თეატრალურ მოედანზე მოეწყო პერფორმანსი, ქართული ტრადიციული ცეკვები, ფოტოგამოფენა სახელწოდებით ,,ჩოხატაური გუშინ და დღეს“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა ჩატარდა, გარდა ამისა წარმოდგენილი იყო XIX და XX საუკუნის სამოსში გამოწყობილი ადამიანები; ყარაჩოხელების პერფორმანსი; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ყვავილებისა და კოლხური ბზის გამოფენა-გაყიდვა; ასფალტზე ხატვა; სახის მოხატვა; საზეიმო კონცერტი კი ხელოვნების სასახლეში გაიმართა.