ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, ხვალ, მისი შვილის, ბექა ნათელაშვილის და გაბედეს სხვა აქტივისტების სასამართლო პროცესი გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„შაჰ აბასის შემდეგ მსოფლიო მტარვალთა ისტორიას ივანიშვილი იმითაც შემორჩება, რომ მოწინააღმდეგეთა შვილებს უსწორებს ანგარიშს. ძველით ახალმა წელმაც ვერ შეაჩერა და ხვალ ბექას, გაბედეს სხვა აქტივისტებთან ერთად სასამართლოს უნიშნავს სამი თვის უკან სუს-თან ჩატარებული აქციის გამო. დამთავრებული ხარ, დამთავრებული უპირველესად ახალგაზრდების ნებით და შენი უბედურება ისაა, რომ გგონია ძალადობით თავს გადაირჩენ და ვინმეს შეაშინებ,“_ წერს ნათელაშვილი.