გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების თქმით, მას ქალა-ტვინის მძიმე, ღია ტრავმა, გულ-მკერდის, მუცლის ტრავმები და მენჯის ძვლების მოტეხილობა აქვს.
ბავშვი ფილტვების ხელოვნურ ვინტილაციაზეა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაცით, მცირეწლოვანი სახლში დასთან ერთად თამაშობდა,რა დროსაც ფანჯარის რაფაზე ავიდა, დამცავი ბადე გახია და გადმოვარდა. დაშავებულს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
გამოძიება 124-ე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.