დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი.
„მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.