50 გვერდიანი დეტალური ბიზნეს გეგმის დაწერა. ნუ დახარჯავთ ამაზე თქვენს ძვირფას დროს. ერთადერთი რაშიც კარგად უნდა გაერკვეთ საიდან და რამდენი ფული შემოვა და სად და რა რაოდენობით გავა. პირველ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია.
პირველი ბიზნესისათვის სესხის აღება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. თუნდაც გენიოსი იყოთ, თქვენ ჯერ არ იცით ბიზნესის კეთება. რა თქმა უნდა თქვენ ისწავლით, მაგრამ მოგვიანებით. კრედიტი კი გადასახდელი გექნებათ.
არასწორად გადანაწილებული პრიორიტეტები. უნდა გაითავისოთ, რომ ოფისი, ლამაზი ავეჯი და სტილი ეს არის ის რასაც ფული კი არ მოაქვს, არამედ გართმევთ მას. ბიზნესი იწყება გაყიდვებიდან და არა სავიზიტო ბარათიდან, რომელსაც აწერია გენერალური დირექტორი.
პირველ რიგში იურიდიული პირის რეგისტრაცია. ნუ დახარჯავთ დროს. დარეგისტრირდებით შემდეგ, როდესაც მიხვდებით, რომ საქმე კარგად წავიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია აზრს კარგავს.
კონკურენტების შიში: კონკურენტების არ უნდა გეშინოდეთ, ისინი უნდა გიყვარდეთ. თუ თქვენს ბიზნესში კონკურენტები გყავთ ესე იგი ეს სფერო მოთხოვნადია, ეს პირველი. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ მათი საქონელი და მომსახურება, გააუმჯობესოთ ისინი და გაიგოთ რითი სუნთქავს ეს ბიზნესი და კონკრეტული ბაზარი, ეს მეორე. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მათ შეცდომებზე და მიიღოთ გამოცდილება ეს სამი. და ბოლოს კონკურენტები გაიძულებენ მუდამ განვითარდე და დაიხვეწო.
სრული იდენტურობა. კონკურებტების არ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს განმასხვავებელი ნიშანი. თუ თქვენ ყიდით იგივე საქონელს იგივე ფასად და იგივე პირობებით დიდი ალბათობით თქვენ გაკოტრდებით.
უხარისხო პროდუქციის გაყიდვა. მზად ხართ, რომ თქვენი პროუქცია მიჰყიდოთ დედას? ნათესავებს? საყვარელ გოგონას? იმუშავეთ ხარისხზე.
ცდილობთ ყველაფერი თვითონ გააკეთოთ? გაწყდებით. დიახ დელეგირება რთულია, მართლაც ვერავინ ვერ გააკეთებს თქვენზე უკეთესად, მაგრამ თუ ცდილობთ ყველაფერი თქვენ გააკეთოთ თქვენივე ხელით ახრჩობთ ბიზნესს. ამასთან თქვენ საავადმყოფოში აღმოჩნდებით.