მექსიკაში, ტამაულიპასის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის სიახლოვეს 20 გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნუევო ლარედოში 17 დამწვარი ადამიანია ნაპოვნი, ხოლო მიგელ ალემანში გარდაცვლილი ადამიანების სიახლოვეს 5 დამწვარი ავტომობილი იპოვეს.
ცნობისთვის, ტამაულიპასის შტატი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი შტატია მექსიკაში.