ხანძარი იყო დღეს ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია საკლასო ოთახი და ინვენტარი.
„სკოლის მეორე სართულზე საკლასო ოთახი და ინვერნტარი 10 კვ.მ.-ზე. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სპეციალური სამსახურები დაადგენს“, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

































































