ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ ედვარდსის გამოგონება შესაძლებელს ხდის, შესუნთქვით დავნაყრდეთ.
აპარატი აკვარიუმის მსგავსი მინის ჭურჭელია, რომელშიც “საკვები ორთქლი” წარმოიქმნება, შესუნთქვა კი სპეციალური მილაკით ხდება.
თითო შესუნთქვა მინიმალური რაოდენობის კალორიებს შეიცავს, აქვს მკაფიო გემო და სურნელი – ამიტომ იდეალურია დიეტაზე მყოფთათვის.
ორთქლი ამა თუ იმ საკვების კონცენტრატის მზა პაკეტებიდან მზადდება. შესაძლებელია, ალკოჰოლური სასმელების ორთქლად ქცევაც.