დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ.
“პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ ყრილობას არ დასწრებია…
მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლიუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას გავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება…
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს.
თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო
ყველა დამნაშავე გახდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.