საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო. მათ შორის, 59 არასრულწლოვანია, ხოლო 146 -მა პირმა პირმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დევნა შეწყდა 20 პირის მიმართ, მათ შორის 1 არასრულწლოვნის.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
- შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი – 199
- ქვემო ქართლი 190
- კახეთი – 116
- სამცხე-ჯავახეთი – 51
- დასავლეთ საქართველო – 204
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 128
- აჭარა – 273;
- აფხაზეთი – 7
დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – 17 შემთხვევა;
- მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა
- თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1 შემთხვევა.
- ქურდობა – 323 შემთხვევა;
- მუქარა – 234 შემთხვევა;
- ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა;
- ძალადობა – 180 შემთხვევა;
- გაუპატიურება – 20 შემთხვევა;
- გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა;
- თაღლითობა – 207 შემთხვევა;
- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა;
- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა;
- ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;
საქსტატის ამავე მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირია.